გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA - ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

7-08-2022

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს.

 

ბანაკში მონაწილეობს კონკურსით შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 75 მოსწავლე მთელი საქართველოდან (თბილისი - 30, კახეთი - 20, შიდა ქართლი და მცხეთა-თიანეთი - 10, სამეგრელო- ზემო სვანეთი - 20, აჭარა - 20, სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი - 10, იმერეთი - 20, გურია - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10), რომლებიც STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. მათ პროექტის ფარგლებში სრულად დაუფინანსდათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

რვა დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს და მიიღებენ საწყის ცოდნას ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომ დაეხმარებათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.

 

8 დღის განმავლობაში მოსწავლეები:

  • იმუშავებენ არდუინოსა და პროგრამირებაზე;
  • მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, ასევებიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე;
  • გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპ მიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში;
  • ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს;
  • მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930