გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ენდრიუ იანი: ტრამპის ფანი არ ვარ, მაგრამ მილიონობით ამერიკელი მის სახლში ჩხრეკას უსამართლო დევნად აღიქვამს

9-08-2022

ამერიკელი ბიზნესმენი, ადვოკატი, ლობისტი და პოლიტიკოსი, ენდრიუ იანი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.


„ტრამპის ფანი არ ვარ. მინდა, რომ ის რაც შეიძლება შორს იყოს თეთრი სახლისგან. მაგრამ მისი მიმართვის ფუნდამენტური ნაწილი იყო ის, რომ ის კორუმპირებული სამთავრობო წყობის წინააღმდეგ გამოდის. ეს რეიდი აძლიერებს ამ პოზიციას მილიონობით ამერიკელისთვის, რომლებიც ამას უსამართლო დევნად აღიქვამენ“, - აღნიშნა ენდრიუ იანმა.


„როგორც ჩანს, ეს [ჩხრეკა] სანქცირებული იყო ადგილობრივი მოსამართლის და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) კონკრეტული ოფისის მიერ, მთავრობის უმაღლეს დონეზე შეთანხმების ან შეტყობინების გარეშე. მაგრამ არავინ დაიჯერებს ამას და არ განასხვავებს. ეს ალბათ ბიუროკრატიული მომენტია, მაგრამ პოლიტიკურად ჩანს“, - განაცხადა მან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930