გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტრამპი: ეს ბნელი დროა ჩვენი ქვეყნისთვის - უკანონობა და პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, ვაგრძელებ ბრძოლას დიადი ამერიკელი ხალხისთვის

9-08-2022

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ავრცელებს.


დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.


დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.


მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.


„ეს ბნელი დროა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩემი მშვენიერი სახლი პალმ ბიჩში ამჟამად ალყაშია და FBI-ს აგენტების დიდი ჯგუფის მიერ არის დაკავებული. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. შესაბამის სამთავრობო უწყებებთან მუშაობისა და თანამშრომლობის შემდეგ, ჩემს სახლში ეს გამოუცხადებელი რეიდი არ იყო საჭირო ან მიზანშეწონილი.


ეს არის პროკურატურის მხრიდან გადაცდომა, მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება და რადიკალური მემარცხენე „დემოკრატების“ თავდასხმა, რომლებსაც სასოწარკვეთილად არ სურთ ჩემი კანდიდატურა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. [...] ისინი ყველაფერს გააკეთებენ „რესპუბლიკელებისა“ და კონსერვატორების შესაჩერებლად კონგრესის შუალედურ არჩევნებში.


ასეთი თავდასხმა მხოლოდ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში შეიძლება განხორციელდეს. სამწუხაროდ, ამერიკა ახლა მესამე მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანა გახდა, უპრეცედენტო კორუფციით.


პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური დევნა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა [...] ის [პოლიტიკური დევნა] უბრალოდ არასდროს დასრულებულა.


[მ]ე წინ აღვუდექი ამერიკის ბიუროკრატიულ კორუფციას, დავუბრუნე ხალხს ძალაუფლება. ისტებლიშმენტს ეს სძულდა. ახლა, როდესაც ხედავენ ჩემს დომინირებას ყველა გამოკითხვაში, ისინი ცდილობენ კიდევ ერთხელ შემაჩერონ. უკანონობა, პოლიტიკური დევნა და კუდიანებზე ნადირობა უნდა გამოაშკარავდეს და შეწყდეს. მე გავაგრძელებ ბრძოლას დიადი ამერიკელი ხალხისთვის!“ - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.


იმედი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930