გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს სიმართლე! ახლა მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ის, რაც აქამდე არ ითქმებოდა ითქვა და მოქალაქეობრივი თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც მეტია

11-08-2022

,,საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულმა პირებმა საკუთარი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად გასულიყვნენ პოლიტველზე ბოლომდე გაამართლეს. რაც შეიძლება ხალხთან ახლოს პოლიტიკით, საზოგადოების უმრავლესობას სრულ ინფორმაციას აწვდიან,’’- ასე ეხმიანება საჯარო მმართებლობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის’’ განცხადებას.


როგორც მეგრელიშვილი წერს, ახლა კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს რადგან ის რაც აქამდე არ ითქმებოდა ითქვა და ახლა მოქალაქეობრივი, თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც მეტია. მისივე თქმით, მშვიდობა ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.


,,საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადება ახდენს ყველა მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ფილტრაციას. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულმა პირებმა საკუთარი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად გასულიყვნენ პოლიტველზე ბოლომდე გაამართლეს. რაც შეიძლება ხალხთან ახლოს პოლიტიკით, საზოგადოების უმრავლესობას სრულ ინფორმაციას აწვდიან.


უცხო არავისთვისაა, რომ ქალბატონი კელი დეგნანი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური საკითხის ავანგარდშია. ის კარგად ხედავს და აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, შესაბამისად კონკრეტულ საკითხს დაეთანხმოს ან გაემიჯნოს მხოლოდ მისი არჩევანია. მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გააზრებისას ქალბატონი კელი დეგნანის მიკერძოება თვალშისაცემია: ის არ გამიჯვნია პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, ის არ გამიჯვნია ბაკურიანის შეკრებასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, ის არ არ გამიჯვნია ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, ის არ გამიჯვნია ომის რიტორიკას მან დამალა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ, ის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ოლიგარქი ლიდერების კუთვნილ მედიასაშუალებებს სტუმრობს, ის კრიტიკულ მედიასა და კრიტიკულ კითხვებს გაურბის, მან გააჟღერა რუსეთთან არასამშვიდობო პოლიტიკის ნარატივი: "ყველა პარტნიორს ვთხოვთ, უკრაინას მაქსიმალურად დაეხმარონ", "ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოს". "ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საქართველო და უკრაინა ერთად იდგნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" ამგვარი განცხადებები მეორე ფრონტის ინტერესის გამოკვეთა და დადასტურება იყო.


ნათელია, რომ პირველი მძიმე გამოცდა „ქართულმა ოცნებამ“ 17-18 თებერვალს ჩააბარა როცა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ კანონი უგულებელყო ჯერ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ისაუბრა, შემდეგ კი პოლიციის მიერ მისი აყვანა გაუმართლებლად გამოაცხადა. პოლიტიკური სისუსტე გადამდებია და ალბათ გახარია ფიქრობდა, რომ ხალხში ხელისუფლების აღქმა დაიკარგებოდა, რასაც შეუქცევადი რევოლუციური პროცესები მოჰყვებოდა, მაგრამ "ქართული ოცნების“ ლიდერებმა პრინციპულობა აჩვენეს და ქვეყანაში სიმშვიდე შეინარჩუნეს. ამის საფასურად პოლიტიკური ხარკიც გაიღეს და 19 აპრილის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნიკანორ მელია და გიორგი რურუა გაათავისუფლეს. რიგგარეშე არჩევნების საკითხიც წინასწარ გათვლილი თამაშის ნაწილი აღმოჩნდა საელჩო რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვდა, რაც, თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით, ქვეყანას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანდა. თუმცა, ხელისუფლებამ ზეწოლას გაუძლო და რეფერენდუმის 43-პროცენტიანი ბარიერით ჩანაცვლება მოახერხა, საბოლოოდ კი, თავსმოხვეული 43-პროცენტიანი ბარიერი მუნიციპალურ არჩევნებში საკმაოდ დიდი ფორით გადალახა და საელჩოსთან ეს ბრძოლაც გამარჯვებით დაასრულა. თურმე არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ევროკავშირის ელჩის ძალისხმევით, საქართველოსთვის 75-მილიონიანი სესხის გაცემაზე იგეგმებოდა უარის თქმა, რაც საარჩევნოდ „ქართული ოცნებისთვის“ ზიანის მიყენებაზე იყო გათვლილი. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ აქაც ოპერატიულად იმოქმედა, თავადვე თქვა სესხზე უარი და საელჩოს გეგმა ჩაუშალა; 5 ივლისის პროვოკაციაც თავიდან ბოლომდე საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა. საელჩომ ამ შემთხვევაში წაუგებელი თამაში ითამაშა - ადვილი გასათვლელი იყო, რომ როგორც ე.წ. პრაიდის ჩატარება, ისე მოსალოდნელი ინციდენტები „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. ბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ საქართველოში უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრა და მას არჩევნების დღის არევის შესაძლებლობა არ მისცა. ასე ჩავარდა ქვეყნის აყირავების და ხელისუფლების გადაბარების სქემა. არც ჩემი და არც საჯაროდ გამოქვეყნებული გამაოგნებელი წერილის მიზანი საელჩოს დისკრედიტაცია არაა, უბრალოდ ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს სიმართლე! ფაქტია, რომ არაერთი პოლიტიკური გამოცდის წარმატებით ჩაბარების მიუხედავად ომის რისკები კვლავ შენარჩუნებულია. ახლა კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს რადგან ის რაც აქამდე არ ითქმებოდა ითქვა და ახლა მოქალაქეობრივი თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც მეტია. ახლა შენ "ქოცი" ხარ შენ "ნაციონალის" დრო არაა! მშვიდობა ყველასთვის ერთნაირი დავალება უნდა გახდეს და მშვიდობიანად უნდა გავიაროთ, ჩავაბაროთ ეს პოლიტიკური გამოცდაც,''- წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930