გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: "ოთხეულმა" ისტორიის სამარცხვინო ბოძზე გააკრა იმ მოღალატეთა სახელები, რომლებმაც ყორღანასძეობა უკვე ჩაიდინეს მიმდინარე 10 წლის მანძილზე

11-08-2022

,,ნახეთ რას ამბობდა ზვიად გამსახურდია 1991 წლის სექტემბრის იმ უმძიმეს დღეებში! იგივეა დღეს!”- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე და აზიარებს ზვიად გამსახურდიას მიმართვას პარლამენტის წევრებისადმი, რომელიც კანონმდებლებს საქართველოს ერთგულებისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის მუდმივად არსებობდა გარიგებები.

 

როგორც გვენეტაძე წერს, ის რაზეც "ოთხეულმა" ისაუბრა გმირობაა. მისი თქმით, შიდა და გარე მტრებს სურდათ და დღესაც სურთ საქართველოს ომში ჩართვა.

 

,,ის რაც ამ ადამიანებმა "ოთხეულმა" თქვეს, ნამდვილად გმირობაა! მოდით გულზე ხელი დავიდოთ და გულწრფელად ვთქვათ, რომ ყველა საქართველოისტი გრძნობდა იმას, რაც ამ ადამიანებმა გააჟღერეს! ყველანი, ვხედავდით და ვხედავთ, რომ უბნელეს გარეგან და შინაურ ძალებს სურთ ამ ერთი ციცქნა ქვეყნის ომში ჩართვა! და ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე! რისი განხორციელების შემთხვევაში, საქართველო და ქართველი ხალხი მომავალში არ იარსებებს! ბოლო დროის ამბებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის უცილობელი აქსიომა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უდიდესი პატრიოტია!

 

საქართველოს მოღალატე ძალებმა თავისი ნების საწინააღმდეგოდ უნებურად ხელი შეუწყვეს იმ მტკიცებულებების წინ წამოწევას, რომლითაც მკაფიო და ნათელი ხდება რომ ივანიშვილის უმთავრესი საფიქრალი მხოლოდ საქართველო და ქართველი ხალხია!

 

ამ "ოთხეულმა" ისტორიის სამარცხვინო ბოძზე გააკრა იმ მოღალატეთა სახელები, რომლებმაც ყორღანასძეობა უკვე ჩაიდინეს მიმდინარე 10 წლის მანძილზე! ამ ადამიანებმა დაუფარავად, ღიად თეთრზე შავით დაწერილით გვამცნეს, რომ 21-ე საუკუნის ქვეყნის მოღალატე "ყორღანასძე-შადიმანთა" ხროვა ახალ გაუგონარ უბედურებას ამზადებდა და ამზადებს აგერ უკვე მესამე წელია!

 

ამიტომაც ქართველებო ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად! ჩვენს უკან მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა! ისევ ის სუბიექტები, რომელთაც მოაწყვეს 1991-1992 წლების უბედურება ჩვენს ქვეყანაში, ისევ ისინი ოღონდ ახლა უკვე თავიანთი შთამომავლობით ეწევიან საქართველოს საბოლოო დამანგრეველ და გამანადგურებელ საქმიანობას! ნახეთ რას ამბობდა ბნი ზვიად გამსახურდია 1991 წლის სექტემბრის იმ უმძიმეს დღეებში! იგივეა დღეს! ამიტომ, შადიმან-ყორღანასძეებს არ უნდა გაუვიდეთ და არც გაუვათ კიდევ, ერთი 2 სექტემბერი! ქვეყნის დაქცევის დასაწყისი!” - წერს გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930