12-08-2022
„გამოირკვა, რომ ვისაც ეს ნაცდეპუტატი აბრალებდა თვალთვალს, ის კაცი, რომელიღაც კომპანიის ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა, რომელიც ჯერ კლიენტს, ხოლო შემდეგ მეგობარს ელოდებოდა!“- ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ნონა მამულიშვილზე თვალთვალის ფაქტს, რომელიც „postv“-ის მიერ გამოძიებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ტაქსის კომპანიის თანამშრომელია.
„ქართულ სიბრძნეთა სიბრძნეში წერია: "დიდსა ვერ მოკვლენ ხელად აქვთ ხოცავდნენ ნაპირთან მცირეთა"! სწორედ ასეა ვინმე ნაცმოძიდან, ქალბატონ დეპუტატის, მიშიზმით დაავადებული ნონა მამულაშვილის საქმე! ა. ნეოტროცკისტმა ქალბატონმა ყურადღება რომ ვერ მიიპყრო და ვერაფერს რომ ვერ გახდა პარლამენტის სკამებზე ხტუნვით, ტელევიზიებში დებოშით, უაზრო წივილ-კივილით და, როდესაც ეს ყველაფერი შარშანდელი თოვლივით გაქრა! და, როდესაც უკვე არავის არ ახსოვდა! დაიწყო საზოგადოებისათვის თავის შეხსენება, რომ თითქოსდა ვიღაცეები უთვალთვალებდნენ და ახლა ამის იმედზე გათვალა თავისი პიარი....მაგრამ, ჰოი საოცრებავ! გამოირკვა, რომ ვისაც ეს ნაცდეპუტატი აბრალებდა თვალთვალს, დევნას(ჯერ ერთი საკითხავია ვის რატომ უნდა აინტერესებდეს ერთი უსახო, მყვირალა, ვითომდაც მოსკანდალე ნაცდეპუტატი)! ის კაცი, რომელიღაც კომპანიის ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა, რომელიც ჯერ კლიენტს, ხოლო შემდეგ მეგობარს ელოდებოდა!
ასე, რომ როგორც მედიცინაში გახდება ამიერიდან ცნობილი დაავადება მიშიზმს ახასიათებს მძიმე ფორმით გამოხატული ჰალუცინაციები, რომელსაც დროზე თუ არ უმკურნალეს იწვევს ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას! ამიტომ მიშიზმის მძიმე ფორმით დაავადებულ ნაცდეპუტატს და არა მარტო მას, ვურჩევდით მიხედონ ჯანმრთელობის პრობლემებს იქვე სრულ გონებაზე ვერ მყოფ ბელადთან ახლომდებარე, რომელიმე სამკურნალო დაწესებულებაში!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024