გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ნიკა მელიაზე: უსამშობლოები რომ არ იყვნენ არახამიებს და პოდოლიაკებს ანაცვალებდნენ საკუთარი ქვეყნის იმიჯს? ესეც საკმარისია, ამათი უსამშობლოებად წოდებისთვის

12-08-2022

„უსამშობლოები რომ არ იყვნენ არახამიებს და პოდოლიაკებს ანაცვალებდნენ საკუთარი ქვეყნის იმიჯს? ესეც საკმარისია, ამათი უსამშობლოებად წოდებისთვის“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ნიკა მელიას ფეისბუქ სტატუსზე.


მისი თქმით საკუთარ მამას, რომლისთვისაც რუსეთი სამშობლოა, (თვითონ თქვა) ჯერ მას უწოდოს უსამშობლო და მერე გაიშვიროს სხვისკენ ხელი.


„სიტყვა "ოცნება" რომ ამოვიღოთ ამ მოჩმახული ტექსტიდან, ეს მართლა პუфი, ზუსტად აღწერს თავის პარტიას და პარტიის წევრებს. უსამშობლო კაცი სხვას ეძახდეს უსამშობლოს, სასაცილოა. უსამშობლოები რომ არ იყვნენ ფარულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში მიიღებდნენ მონაწილეობას, სადაც ქვეყნის არევის თემები განიხილება და ჩააბარებდნენ ამდენ სტრატეგიულ ობიექტს ოკუპანტ ქვეყანას? არახამიებს და პოდოლიაკებს ანაცვალებდნენ საკუთარი ქვეყნის იმიჯს?


ესეც საკმარისია, ამათი უსამშობლოებად წოდებისთვის. სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი მე სხვანაირად მესმის, ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვა, სტაბილურობა და სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ. საკუთარ მამას, რომლისთვისაც რუსეთი სამშობლოა, (თვითონ თქვა) ჯერ მას უწოდოს უსამშობლო და მერე გაიშვიროს სხვისკენ ხელი“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930