გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორმოცდამეერთე ევრობასკეტის თასი კალათბურთის გულშემატკივრებისთვის SOLO ლაუნჯში განთავსდა

14-08-2022

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, სპორტის მხარდამჭერი ბანკი, აგრძელებს ქართული კალათბურთის ხელშეწყობას. საქართველო ევრობასკეტს 1 სექტემბრიდან - 7 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. იმისთვის რომ კალათბურთის გულშემატკივრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ენახათ ორმოცდამეერთე ევრობასკეტის მთავარი ჯილდო - თასი, ის ჭავჭავაძის29-ში არსებულ  SOLO ლაუნჯში, 12 აგვისტოს, დროებით განთავსდა.

 

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ერთერთი ჯგუფი 1-7 სექტემბრის ჩათვლით თბილისში ჩატარდება და შემდეგ ბერლინში გადაინაცვლებს. საქართველოსთან ერთად მასპინძელი ქვეყნები ჩეხეთი, გერმანია და იტალია არიან.

 

ევრობასკეტში ევროპის საუკეთესო 24 გუნდიიღებს მონაწილეობას.

 

საქართველოსთან ჯგუფში ესპანეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან. საქართველოს ნაკრები ამ გუნდებთან თამაშს 1, 3, 4, 6და  7 სექტემბერს გამართავს.

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნულნაკრებს პირველი თამაში 1 სექტემბერს, ბელგიასთან ექნება და ის  ახალ სპორტის სასახლეში
 გაიმართება.

 

აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტამდე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიასა და იტალიას დაუპირისპირდება.

 

საქართველოს ბანკი - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930