16-08-2022
ეს ასე "უნდა" გაკეთდეს, შესრულდეს და არა სხვანაირად! ქართულ სახელმწიფოს იმდენი გონება და ჭკუა გააჩნია ვინმეს ბრძანებებისა და მოთხოვნების გარეშე, საკუთარი ქმედებებით და მეგობრების რჩევა რეკომენდაციებით მოახდინოს შემდგომი რეფორმირება და სრულყოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნის სასამართლო ინსტიტუტები! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ხალხის ძალის“ წერილის შესახებ.
„კვლავ უნდა ითქვას გაღმა-გამოღმელთა საყურადღებოდ,, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის ქვაკუთხედი იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა! თითქმის 30 წელია დგას და მიდის საქართველოს სახელმწიფო ამ გზაზე! არის უდიდესი სიძნელეები, წინააღმდეგობები, მაგრამ იმავდროულად არის წარმატებები! ამისათვის უბრალო შედარებაც კი იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ მტერმა და მოყვარეს დაინახოს ქვეყანაში სასამართლო ინსტიტუციაში რეფორმების შედეგად არსებული თეთრი და შავი!
აი მაგალითად: რამდენი იყო გამამართლებელი განაჩენები 2012 წლამდე და რამდენი არის ახლა! როგორ პოლიტიკურ დაკვეთებს, ასრულებდა სასამართლო 2012 წლამდე და როგორს ასრულებს ახლა! როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სასამართლოს 2012 წლამდე კერძო საკუთრების მიმართ და როგორი აქვს ამჟამად! თუმცა როგორც ირკვევა და ამას გვამცნობს "ქართული ოცნებიდან" ახლად გასული "ოთხეული,"!
ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს მცირე-მცირე რეკომენდაციებში ისე გახსნია მადა, რომ ახლა უკვე მოითხოვს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებისას! ეს ასე "უნდა" გაკეთდეს, შესრულდეს და არა სხვანაირად! უფრო მეტიც სიტყვით გვეუბნებიან პატივცემული ჩვენზე მზრუნველები, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოსო! ხოლო საქმით მათი წარმომადგენელი სასამართლო დაწესებულებაში იჯდა თუ ზის და თავს უფლებას აძლევს იძლეოდეს განკარგულებებს! რაც გამოიხატება ცნობილი "ოთხეულით" და თავად შერაცხული მოსამართლის თქმით, რომ ურჩებს თავისებურად სჯიან, ხოლო მათი დავალებების შემსრულებლებს სხვადასხვა სამოგზაურო თუ სხვა შეღავათებით "აჯილდოებენ"! თანაც გვეუბნებიან, რომ ზოგიერთი მოსამართლე მუდმივად უნდა იყოს დანიშნული, ხოლო ზოგიერთმა უნდა იგრძნონ, ვისთან აქვთ საქმე! და ეს ხდება სამწუხაროდ იმ ქვეყანაში,, სადაც 900 წლის წინ იწერებოდა: " ქმნა, მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმნა ხმელსა ნედლადო!" უფრო ბევრად ადრე მე-6 საუკუნეში კი უცხოთა მიერ მეფის მკვლელობის საქმეს სასამართლოზე არჩევდნენ! და განაჩენი ვინმეს შეკვეთით, დაკვეთით კი არა დოკუმენტების განხილვით, ფაქტების შეჯერებითა და მოსამართლეთა ცივი გონებით განსჯის საფუძველზე გამოჰქონდათ!
ამიტომაც ჩვენში საქართველოში ასე ესმით: მეგობარი თუ ხარ და ასე წარმოგიდგენია თავი! მეგობარი რჩევებს, რეკომენდაციებს უნდა იძლეოდეს და არა ბრძანებებს მით უმეტეს სასამართლო სფეროში! და არ ერეოდეს ჩვენს საშინაო საქმეებში! ვინაიდან ქართულ სახელმწიფოს იმდენი გონება და ჭკუა გააჩნია ვინმეს ბრძანებებისა და მოთხოვნების გარეშე, საკუთარი ქმედებებით და მეგობრების რჩევა რეკომენდაციებით მოახდინოს შემდგომი რეფორმირება და სრულყოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნის სასამართლო ინსტიტუტები!“ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024