17-08-2022
რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, პირველი გაფართოებული თათბირი გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მახათაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობის საკითხს დაეთმო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროგრამის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნა ისეთი საზოგადოებრივი სამუშაოები, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.
წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, განიხილეს სოფლებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი, დროულად, მოგვარების გზებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ზაფხულის სეზონზე სასმელი წყლის მარაგის მკვეთრ კლებაზე, რომლის აღმოსაფხვრელად დასაგეგმი იქნება დამატებითი სამუშაოები.
ქრისტინა კობახიძის განცხადებით, პრობლემური საკითხის მოგვარების პროცესში უშუალოდ ჩაერთვება, რათა დროულად გატარდეს შედეგზე ორიენტირებული საჭირო ღონისძიებები.
16-11-2024
16-11-2024