18-08-2022
20 ივნისს პარლამენტის შტურმის ორგანიზატორები რომ დაუსჯელი დარჩნენ და ამერიკის კონგრესზე შტურმის ორგანიზატორებისგან განსხვავებით თავისუფლებაზე არიან, ალბათ სწორედ ეს ფაქტი აგულიანებს რადიკალებს(ასეთი მოწოდებები კანონით დასჯადია). ყველა დონის არჩევნებზე 2012 წლიდან მუდამ დამარცხებული ოპოზიცია იმედებს ვერც 2024 წლის არჩევნებზე ამყარებს და ზოგადად, არჩევნების გზა არ მიაჩნიათ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ საშუალებად, მათთვის შანსი მხოლოდ ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციაა! - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, ,,ქართული ოცნება" უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!
„რადიკალური ოპოზიცია, მისი დანაყოფები და განაყოფები როგორც ჩანს პოლარიზაციის დასრულებას შენობებში შევარდნით და იქიდან ხალხის წიხლებით გამოყრით აპირებენ! 20 ივნისს პარლამენტის შტურმის ორგანიზატორები რომ დაუსჯელი დარჩნენ და ამერიკის კონგრესზე შტურმის ორგანიზატორებისგან განსხვავებით თავისუფლებაზე არიან, ალბათ სწორედ ეს ფაქტი აგულიანებს რადიკალებს(ასეთი მოწოდებები კანონით დასჯადია). ყველა დონის არჩევნებზე 2012 წლიდან მუდამ დამარცხებული ოპოზიცია იმედებს ვერც 2024 წლის არჩევნებზე ამყარებს და ზოგადად, არჩევნების გზა არ მიაჩნიათ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ საშუალებად, მათთვის შანსი მხოლოდ ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციაა! ამ რადიკალებს და რევოლუციონერებს რომ კითხოთ პროდასავლურები არიან, ხალხის ნება და კანონის უზენაესობა მათთვის უმთავრესი პრინციპი და ღირებულებაა, თუმცა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მხოლოდ კონსტიტუციის, კანონის და ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას, ქაოსს და არეულობას აანონსებენ! არასდროს მოხდება საქართველოში არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუცია, არასდროს! ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმი, ომისა და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა", ვერასდროს! ,,ქართული ოცნება" უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024