გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მძღოლი, რომლის ბრალეულობით მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მთვრალი აღმოჩნდა

6-07-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დ.თ. გამოავლინეს და დააკავეს. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად, დ.თ. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში, სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 2018 წლის 6 ივლისს შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ავტოგასამართ სადგურ "ვისოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

 

შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.

 

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება კი სამმა ადამიანმა მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მიკროავტობუსის მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031