გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი შვეიცარიის ელჩს: რატომ არ სცემს თქვენი ქვეყანა პატივს საერთაშორისო სასამართლოების ვერდიქტებს, რატომ დაუწესეს მედიასაშუალებებმა ცენზურა ქართულ მხარეს, რატომ სჩადის დანაშაულს საბანკო სისტემა

19-08-2022

„ორმაგ სტანდარტებს, "დემოკრატიას" ამოფარებულ ანტიდემოკრატიას ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ მხოლოდ სიმართლე, პატიოსნება და მხილება, მხილება და კიდევ ერთხელ მხილება! არ ხართ ბატონებო, უმწეო და ეტალონურად სუფთა "ასოციაცია", არ ვარგიხართ არც მაგალითის მომცემად და არც ჩვენგან, გამოცდის ჩამბარებელ კომისიად. მაგრამ! ქცევათა პირდაპირ მაფიოზურ ნორმებზეც ნუ გადადიხართ ასე მკაფიოდ, ჩვენს გარდა სხვების გიყურებენ - ვისაც ჯერ კიდევ უპირიბოდ სჯერა თქვენი - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი კინორეჟისორი გოგა ხაინდრავას დღეს გამართულ პრესკონფერენციას.

 

„ორმაგ სტანდარტებს, "დემოკრატიას" ამოფარებულ ანტიდემოკრატიას ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ მხოლოდ სიმართლე, პატიოსნება და მხილება, მხილება და კიდევ ერთხელ მხილება! არ ხართ ბატონებო, უმწეო და ეტალონურად სუფთა "ასოციაცია", არ ვარგიხართ არც მაგალითის მომცემად და არც ჩვენგან, გამოცდის ჩამბარებელ კომისიად. მაგრამ! ქცევათა პირდაპირ მაფიოზურ ნორმებზეც ნუ გადადიხართ ასე მკაფიოდ, ჩვენს გარდა სხვების გიყურებენ - ვისაც ჯერ კიდევ უპირიბოდ სჯერა თქვენი. ჩვენ კი წაკითხული გვაქვს საშინაო პოლიტიკაში ევროკომისრის, ქალბატონი სესილია მალმსტრიომის ბოლო ანგარიში, სადაც ევროკავშირის ყველაზე მოწყვლად პრობლემებად დასახელებულია "დემოკრატიის დეფიციტი" და "კორუფცია", რომელიც EU-ს ყოველწლიურად 120 მილიარდი ევრო უჯდება. ამაში ხომ არაა "ძაღლის თავი ჩამარხული" - როდესაც მერამდენე თვეა გვიწევს შვეიცარიის საბანკო სისტემის მაფიოზურ მიდგომებზე საუბარი საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებებისა და ბიძინა ივანიშვილის საკუთარ ფინანსებთან კანონიერი წვდომის რეიდერული შეზღუდვის თაობაზე? იმ ორმაგი მიდგომების ფონზე, სადაც იგივე "ევრომექანიზმები" არ იმჩნევენ უკრაინის "რუხი კარდინალის", არახამიას დაუზარებელ მცდელობას - სანქციებიდან გამოიყვანოს რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, როდესაც ჯიუტად არ იმჩნევენ აბრამოვიჩის პარტნიორებს რუსეთში, "ევრაზია გრუპპ"-ის მფლობელებს, უკრაინელ ოლიგარქებს: ბოგოლიუბოვსა და იაროსლავსკის - მაგრამ არარსებული ბრალდებების ფონზე, გამოუცხადებელი სანქციების პირობებში, რატომ აწარმოებენ ივანიშვილის რეკეტს, ამ მარტივ შეკითხვებზე პასუხის მიღება ფაქტიურად შეუძლებელი გახდა. ამიტომ სავსებით ლოგიკურია საზოგადოებაში გაჩენილი მოთხოვნილება - ამ პასუხების ავტორად დღეს პოლიტიკურ "ავანსცენაზე" საქართველოში შვეიცარიის ელჩი გამოვიყვანოთ და მას დავუსვათ შეკითხვები: რატომ არ სცემს მისი ქვეყანა პატივს საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილ ვერდიქტებს, რატომ დაუწესეს მისი ქვეყნის მედიასაშუალებებმა ცენზურა ქართული მხარის წარმომადგენლებს, რატომ სჩადის დანაშაულს მისი ქვეყნის საბანკო სისტემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის მიღების უფლება ქართულ საზოგადოებას ნამვილად გააჩნია“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930