გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ბედოიძე: ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფორმა წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და დაცულია კანონით

7-07-2018

"ხორავას საზარელი ტრაგედიის შემდგომ პოლიცია მუშაობდა 24-საათიან რეჟიმში ამ მძიმე დანაშაულის გასახსნელად"-, ასე უპასუხა შალვა ბედოიძემ ირაკლი აბესაძის შკითხვას, რომელიც არასრულწლოვნებთან ღამით გასაუბრებას ეხებოდა.


„ჩვენს მიერ გამოკითხულნი იყვნენ როგორც არასრუწლოვანი, ისე სრულწლოვანი მოწმეები, ვისაც შეიძლება რაიმე შემხებლობა ან ინფორმაცია ჰქონოდა გამოძიებისთვის საინტერესო დეტალზე. კონკრეტულად, თუ ვის ვინ გაესაუბრა, ან ვინ რამდენი ხანი გაჩერდა პოლიციის განყოფილებაში, ამის მოხსენება ჩემთვის შეუძლებელია იმიტომ, რომ მიდიოდა საკმაოდ ფართო მუშაობა, ვინაიდან მოგეხსენებათ, საზარელი ტრაგედია იყო დატრიალებული. პირველივე დღეს იყო გარდაცვლილი ერთი ახალგაზრდა, შემდგომ მეორე ახალგაზრდა გარდაიცვალა. იქ მიდიოდა 24-საათიანი მუშაობა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რათა დადგენილიყო საქმეზე ჭეშმარიტება და აღნიშნული მძიმე დანაშაული არ დარჩენილიყო გაუხსნელი. პირები, ვინც გამოიკითხნენ, ყველა, ასევე ვინც გამოკითხული იქნა გამოძიების ფარგლებში, არავის მიმართ კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია",-განაცხადა შალვა ბედოიძემ, რომელმაც საქმეში არსებული მოწმეების გამოკითხვის წესებთან დაკვშირებით აღნიშნა, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფორმა წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და დაცულია კანონით.


„თქვენ როდესაც წაიკითხეთ კანონი პოლიციის შესახებ კანონის მე 19 მუხლი თქვენ დაგავიწყდათ მეორე ნაწილი სადაც პირდაპირ წერია, რომ პოლიციელი უფლებამოსილია გამოკითხოს პირი თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის რომ მას აქვს საპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. ჩვენ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე ვისარგებლეთ როგორც ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონით, ასევე კანონით პოლიციის შესახებ. ოპერატიული თანამშრომელი სარგებლობს ყველა იმ კანონით რისი შესაძლებლობაც გააჩნია. რაც შეეხება კონკრეტულად რომელი ღონისძიებით რა ინფორმაცია იქნა მიღებული მე მოგახსენეთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, დაცულია კანონით და ინსტრუქციებით“,- მიმართა შალვა ბედოიძემ ირაკლი აბესაძეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031