გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: კანონით, დროებით საგამოძიებო კომისიას ოპერატიული ინფორმაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს

7-07-2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ევროპული საქართველოს წევრებს პროცედურულ დარღვევებზე მიუთითა.


,,პროცედურაა, რომ ჩვენ, კომისიამ, მაქსიმალურად ზედმიწევნით დავიცვათ კანონი, ეს არის პროცედურა. როდესაც დაკითხვის პროცესში ადგილი აქვს კანონის დარღვევის შესაძლო ფაქტს და ახლა თუ დავარღვევთ კანონს, მერე აზრი არ აქვს. ასეთი მოხდა უკვე რამდენიმე დღის წინ. პროცედურის დარღვევაა, ძალიან უხეში თუ ჩვენ მოვითხოვთ ოპერატიული ინფორმაციის მიღებას, მაშინ როდესაც კანონში პირდაპირ წერია, რომ ასეთი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს კონკრეტულ პირებს და ჩამოთვლილია ეს პირები, პროკურატურა შეზღუდული უფლებით და არა სრულად, სასამართლო, ინსპექტორსაც შეზღუდული, მხოლოდ მის ფარგლებში. არც ნდობის ჯგუფის ფარგლებში არ არის დაშვება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული ინფორმაციის გაცნობაზე, თუ ეს ეხება ბიუჯეტის საკითხებს და არის საიდუმლო ინფორმაცია, მეც ვარ იმ ნდობის ჯგუფის წევრი და ვიცი კანონი. ბატონი ირაკლი რასაც აკეთებს ახლა, ეს არის პირდაპირ მცდელობა კანონის დარღვევის. მე ვადასტურებ, რომ დიახ, მაინტერესებს ინფორმაციები მივიღო და ასი კითხვა დაისვა ერთიდაიგივე, თუმცა, ასივეჯერ სიამოვნებით მოვისმენ ამ პასუხებს, მაგრამ არ ვიცი რა აზრი აქვს ამ გამეორებას. მაგრამ არ შეიძლება თუ ეს ინფორმაცია გვინდა, რომ მივიღოთ, ეს ვაკეთოთ კანონის დარღვევის ხარჯზე. ამიტომ, მე მოგმართავთ თქვენ, როგორც თავმჯდომარეს, უზრუნველყოთ, რომ ამ კანონის მოთხოვნა იყოს დაცული. ეს არც დახურულ რეჟიმში შეიძლება, არც ღია რეჟმში შეიძლება და პარლამენტის წევრმა ეს უნდა იცოდეს, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031