7-07-2018
"ხორავას ქუჩაზე მომხდარისაზარელი ტრაგედიის შემდგომ პოლიცია მუშაობდა 24 საათიან რეჟიმში ამ მძიმე დანაშაულის გასახსნელად"- ასე უპასუხა შალვა ბედოიძემ ირაკლი აბესაძის კითხვას, რომელიც არასრულწლოვნებთან ღამით გასაუბრებას ეხებოდა.
,, ჩვენს მიერ გამოკითხულნი იყვნენ როგორც არასრუწლოვანი, ისე სრულწლოვანი მოწმეები, ვისაც შეიძლება რაიმე შემხებლობა ან ინფორმაცია ჰქონოდა გამოძიებისთვის საინტერესო დეტალზე. კონკრეტულად, თუ ვის ვინ გაესაუბრა, ან ვინ რამდენი ხანი გაჩერდა პოლიციის განყოფილებაში, ამის მოხსენება ჩემთვის შეუძლებელია, იმიტომ რომ მიდიოდა საკმაოდ ფართო მუშაობა, ვინაიდან მოგეხსენებათ, საზარელი ტრაგედია იყო დატრიალებული. პირველივე დღეს იყო გარდაცვლილი ერთი ახალგაზრდა, შემდგომ მეორე ახალგაზრდა გარდაიცვალა. იქ მიდიოდა 24 საათიანი მუშაობა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რათა დადგენილიყო საქმეზე ჭეშმარიტება და აღნიშნული მძიმე დანაშაული არ დარჩენილიყო გაუხსნელი. პირები, ვინც გამოიკითხნენ, ყველა, ასევე ვინც გაოკითხული იქნა გამოძიების ფარგლებში, არავის მიმართ კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია,- განაცხადა შალვა ბედოიძემ.
18-12-2024