გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს ეკონომიკა და ტურისტული სექტორი გამოირჩევა აღდგენის ერთ-ერთი სწრაფი ტემპით რეგიონში

27-08-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის ცენტრში 4-ვარკვლავიანი სასტუმროს ოფიციალურ გახსნაში. ინვესტიციამ 3,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სასტუმროში 40-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა სასტუმრო, რომლის რამდენიმე ნომერიც ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებთან.


„ეს სასტუმრო კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი სარგებლობს მზარდი ინტერესით როგორც ტურისტების, ასევე ინვესტორების მხრიდან," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, 2022 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის მაჩვენებელს 20 პროცენტით გადააჭარბა, ხოლო იანვარი-ივლისის პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,6 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 87.4% - ს შეადგენს.


„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მდგრადია გამოწვევების მიმართ და გამოირჩევა აღდგენის ერთ-ერთი სწრაფი ტემპით რეგიონში," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.


სასტუმროს გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ტურისტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930