გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ წინარეხში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დოღი გაიმართა

29-08-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დოღში შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილე 10 ცხენოსანიდან, უფროსი 29 წლის ხოლო უმცროსი 13 წლის ლევან შოშიტაიშვილი იყო. შეჯიბრში მონაწილეობდა ერთად ერთი გოგონა სოფელ გუდალეთიდან. დოღში მონაწილეობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც იღებდნენ.
2 კილომეტრიანი მონაკვეთი პირველი წინარეხელმა ბაჩუკი ბედოიძემ დაფარა, მეორე ადგილი კავთისხეველი გიორგი იორდანიძემ, ხოლო მესამე ადგილი თვალადელმა საბა კავთიაშვილმა მოიპოვეს.
საპრიზო ადგილზე გასული ცხენოსნები მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით და მედლებით დააჯილდოვა, ხოლო შ.პ.ს „დიდგორმა“ ფულადი პრიზით.
„დღევანდელი ღონისძიება ქართული ტრადიციების აღდგენის და დამკვიდრების კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია, რომლის მხარდამჭერი ყოველთვის ვიქნები“ -აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელმაც პირადად დაწესებული პრიზი ერთადერთ მონაწილე გოგონას, ელენა მოდრეკილაძეს გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930