29-08-2022
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს იწყებს, ამ ეტაპზე დაიგეგმა ტრენინგი- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ტურისტული სერვისები - მომსახურება და უსაფრთხოება“
ტრენინგის თემატიკები:
ტრენინგი განკუთვნილია, როგორც განთავსების ასევე კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისათვისა და გიდებისათვის, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სექტორში დასაქმების მსურველებსაც.
ტრენინგები მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ადგილებს: ქ.თბილისი, ქ.თელავი, ქ.ბათუმი, ქ.ზუგდიდი, ქ.ქუთაისი, ქ.ბორჯომი, ქ.წყალტუბო, დაბა სტეფანწმინდა, დაბა მესტია, ქ.ბაღდათი, ქ.ამბროლაური, ქ.ონი, ქ.ოზურგეთი, ქ.გორი.
ტრენინგები იწყება 31 აგვისტოს ქალაქი თელავიდან.
ხანგრძლივობა 1 დღე
ტრენინგის გავლის შემდგომ ყველა მონაწილეს ადმინისტრაციისგან გადაეცემა სერტიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე. A.aroshidze@gnta.ge
16-11-2024
16-11-2024