გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის სოფელ წყალწმინდაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს

29-08-2022

სოფელ წყალწმინდაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ სოფელ ღრმაღელეში მემორიალი ყვავილებით შეამკეს.


ამავე დღეს სოფელში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივები ფეხბურთში, გირის აზიდვაში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.


ჩატარდა დოღი;


გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებითა და სიგელებით.


ღონისძიება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30