7-07-2018
„ევროპის კავშირმა მოსკოვთან აუცილებლად უნდა მოილაპარაკოს - თვით ევროპის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. რუსეთი ხომ მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფოა - ევროპის კონტინენტის მეორე საყრდენი, ევროკავშირთან ერთად“, - ნათქვამია რადიო France Inter-ის ეთერში გადაცემულ კომენტარში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ბერნარ გეტას ავტორობიტ გადაცემული მასალის მოკლე შინაარსს:
მართალია, ამჟამად დიდი რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ევროკავშირის წევრი საშუალო ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს არ აღემატება და დიდ რუსეთს დღეს ვეღარ ვუწოდებთ „ზესახელმწიფოს“, როგორც ადრე საბჭოთა კავშირს ვეძახდით, მაგრამ მაინც მხედველობაშია მისაღები რამდენიმე ფაქტორი: მოსკოვს აქვს ნავთობისა და გაზის წარმოუდგენელი მარაგი, მოსკოვი ქმნის ახალ თანამედროვე შეიარაღებას, მას აქვს ძველი ბირთვული იარაღის მარაგიც და ის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. აი, ყველა ამ ფაქტორთა გამო მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტა რუსეთის გარეშე შეუძლებელია, - აღნიშნავს ავტორი.
ამრიგად, ევროკავშირს არჩევანის შესაძლებლობა აქვს: ან კვლავ გააგრძელებს ზემოდან ყურებას რუსეთის როგორც მეორეხარიხსხოვანი სახელმწიფოს მიმართ, ანდა მოსკოვთან მოლაპარაკებას დაიწყებს. პირველ შემთხვევაში უკრაინაში კონფლიქტი უსასრულო გახდება, რუსეთი ყოფილი საბჭოთა იმპერიის ტერიტორიაზე დაძაბულობის სხვა კერებსაც შექმნის და ამით ვერავინ ვერაფერს მოიგებს, ხოლო მეორე შემთხვევაში, ევროკავშირს შეუძლია რუსეთის ინფრასტრუქტურასა და მრეწველობაში ინვესტიციები ჩადოს და ამის სანაცვლოდ მოითხოვოს გარანტია, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგოშემცველებს ფიქსირებული ფასი ექნება დადებული.
საქმე ეხება არა რუსეთის მმართველი რეჟიმისადმი დახმარებას, არამედ იმას, რომ დასავლეთი რუსეთს საბჭოთა კავშირის მსგავსად მოექცეს. გავიხსენოთ: როცა დასავლეთი ჰელსინკის აქტს დათანხმდა და იმავდროულად კომუნისტური წყობას ვერ იტანდა. იმ დროს ორივე მხარემ ევროპის საზღვრების ურღვევობაც აღიარა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც მოილაპარაკეს. ახლა იგივე რუსეთის მიმართაც უნდა გაკეთდეს: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ნეიტრალურ სახელმწიფოებად უნდა იქნეს აღიარებული. ევროპა განაცხადებს, რომ მათ ნატოს წევრებად არ მიიღებს, თუმცა მათი უსაფრთხოება საერთაშორისო დონეზე იქნება გარანტირებული. ამით მოსკოვიც მოიგებს და ბრიუსელიც: რუსეთი მიიღებს საჭირო ინვესტიციებს, ევროკავშირი კი კმაყოფილი იქნება იმით, რომ რუსეთი არც ამერიკას და არც ჩინეთს არ დაუახლოვდება.
„როცა ევროპის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, ბრიუსელს შეუძლია თავისი ყურადღება ხმელთაშუაზღვისპირეთისაკენ მიმართოს, რომელსაც ევროპისათვის კარგის მოტანაც შეუძლია და ცუდისაც. მაგრამ მთავარია - სანამ სხვა მხარეს გაიხედავს, მანამ ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს“, - ხაზს უსვამს ბერნარ გეტა.