გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები შოუბიზნეს დაიჯესტი
დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს

7-07-2018

ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ექს ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს.
ექსკლუზიურ ინფორმაციას ამის შესახებ ,,2020NEWS” ავრცელებს.


სანდო წყარო გვატყობინებს იმასაც, რომ აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს და საზღვარზე არ გაუშვეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.
აღსანიშნავია, რომ ორივე ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, ქუმსიშვილი და ალავიძეც სხვა პირებთან ერთად იმ კორუფციული სქემის მთავარი ფიგურანტები არიან, რომელიც ყოფილი პრემიერის სახელს უკავშირდება.


როგორც ცნობილია, ზურაბ ალავიძე მოხსნეს იმ კორუფციული სკანდალების გამო, რომლის თაობაზეც ოპოზიცია და მედია დიდ ხნის განმავლობაში საუბრობდა. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით ალავიძის სისტემაში ადგილი ჰქონდა სისტემურ კორუფციულ ჯაჭვს. არანაკლები კორუფციული ჯაჭვები გამოვლინდა ქუმსიშვილის შემთხვევაში და მისი სახელი არაერთ სკანდალს უკავშირდება.



WWW.2020NEWS

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031