გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუკრი შოშიაშვილი ბოკერიაზე: რატომ უნდა იყოს სხვა ქვეყნის აგენტობა პრესტიჟული, თუ აგენტი ხარ, ესეგი საქართველოს სუვერენულობის მტერი ხარ, კრიტიკულ სიტუაციაში შენ იმ ქვეყნის მხარეს დადგები, ვისი აგენტიც ხარ

29-08-2022

,,ახლა წავიკითხე ზაზა შათირიშვილის წერილი, რომელიც ეხება აგენტობის საკითხს, როგორ ახდენენ ე.წ ცერეოს აგენტობის იდეალიზებას. მართლაც, როდესაც საუბარი იყო, გიგა ბოკერიასა და ნინო ბურჯანაძეს შორის აგენტობაზე, სადაც ბოკერიამ თქვა „ცერეუს აგენტობა ჯობს“-ო, მახსოვს მაშინვე დავწერე კომენტარი, რომ მსგავსი იდეალიზება არის კოლონიალური ცნობიერების კლასიკური მაჩვენებელი,’’- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი ზაზა შათირიშვილის წერილს.

 

როგორც შოშიაშვილი აღნიშნავს ერთადერთი გზაა კოლონიალური და ამავე დროს აგენტურული ცნობიერების გამოვლინება, გაშიფრა და მისი პრესტიჟულობისგან დაცლა. მხოლოდ ამაზე გადის ცნობიერების დეკოლონიზაცია. თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ყავდა პოლიტიკური ელიტა, რომელიც წლების განმავლობაში ამ ცნობიერებას ახალისებდა, ამის მიუხედავად ეს გზა აუცილებლად გასავლელია.

 

,,ინგლისში ყველა ჯენტლმენი ვალდებული იყო ეთანამშრომლა ინგლისის დაზვერვასთან, ამით ისინი თავიანთ სახელმწიფოს ემსახურებოდნენ. ამავე დროს, არცერთი ინგლისელი ჯენტლმენი არ დაგიდასტურებდათ, რომ ის მსახურობდა დაზვერვაში და კატეგორიულად უარყოფდა ამ ფაქტს. ინგლისმა, შემდგომ უკვე დიდმა ბრიტანეთმა ფლოტის, ვაჭრობისა და ერთგული ჯენტლმენი წყალობით შექმნა პირველი გლობალური იმპერია, რომელიც ხუთ კონტინენტს მოიცავდა და ოკეანეების ბატონ-პატრონად იქცა.

 

ჯენტლმენის დავალება იყო, ნდობა მოეპოვებინა ადგილობრივ საზოგადოების გავლენიან წარმომადგენლებთან, შეესწავლა და შეექმნა მისი განწყობები, მოეხდინა ინკორპორირება ბრიტანულ სახელმწიფო სტრუქტურებში და რაც მთავარია, დიდი ბრიტანეთი სხვა აღმოსავლურ იმპერიებისგან განსხვავებით ცდილობდა ადგილობრივი ელიტები მის სამსახურში ჩაეყენებინა. ესე მოხდა მაგალითად ინდოეთში, როდესაც ინდოელი რაჯები და დიდებულები, უცბად ბრიტანელ ჯენტლმენებად გადაიქცნენ. მათ მიიღეს პრივილეგიები, მაგრამ დაკარგეს სახელმწიფო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ინდოელისთვის ბრიტანელი ჯენტლმენობა იყო ყველაზე პრესტიჟული რაც კი მას შეეძლო მიეღო. შესაბამისად კოლონიალიზმის ყველაზე მკაფიო გამოვლინება არის, როდესაც შენი ელიტას უჩნდება პრესტიჟულობის და სიამაყის განცდა, როდესაც ის სხვა (დომინანტ) სახელმწიფოს მსახურებაშია. ახლა წავიკითხე ზაზა შათირიშვილის წერილი, რომელიც ეხება აგენტობის საკითხს, როგორ ახდენენ ე.წ ცერეოს აგენტობის იდეალიზებას. მართლაც, როდესაც საუბარი იყო, გიგა ბოკერიასა და ნინო ბურჯანაძეს შორის აგენტობაზე, სადაც ბოკერიამ თქვა „ცერეუს აგენტობა ჯობს“-ო, მახსოვს მაშინვე დავწერე კომენტარი, რომ მსგავსი იდეალიზება არის კოლონიალური ცნობიერების კლასიკური მაჩვენებელი.

 

ზაზას კარგად აქვს ახსნილი თავის წერილში აგენტურის არსი, ამიტომ მე არ გავშლი ამ საკითხს. მე ვისაუბრებ ისეთ საკითხზე, როგორიც არის ნეოკოლონიალური ცნობიერება. რატომ არის საქართველოში დასავლეთი აღქმული, არა როგორც გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცე, სადაც შენი ინტერესებისთვის უნდა იბრძოლო, არამედ აღქმულია რელიგიური პრიზმიდან. არარელიგიური სივრცედ რომ იყოს აღქმული, მაშინ უნდა იცოდე სად უნდა წახვიდე კომპრომისზე, რა უნდა დათმო, რა არ უნდა დათმო, სად უნდა იყო ბოლომდე შენი პოზიციების ერთგული, რაზე შეიძლება ვაჭრობა და რაზე არ შეიძლება ვაჭრობა, მოკლედ სივრცე სადაც შენ, შენი მიზნები და ინტერესი გაქვს, გიწევს სხვა ინტერესების ჯგუფებთან ურთიერთობა, ზოგჯერ თანამშრომლობა, ზოგჯერ კონკურენცია და ზოგჯერ დაპირისპირებაც კი.

 

როდესაც შენ ამ განწყობით ხარ, ამ განწყობის უკან დგას პრინციპი, რომ შენ სუვერენული სახელმწიფო ხარ, რომლისთვისაც სუვერენულობა მთავარი მონაპოვარია. ამ მდგომარეობაში გაუგებარი ხდება, რატომ უნდა იყოს სხვა ქვეყნის აგენტობა პრესტიჟული, თუ აგენტი ხარ, ესეიგი საქართველოს სუვერენულობის მტერი ხარ, იმიტომ რომ კრიტიკულ სიტუაციაში შენ არა საქართველოს სუვერენული ინტერესის მხარეზე დადგები, არამედ იმ ქვეყნის მხარეზე, ვისი აგენტიც ხარ. რელიგიური ხედვას რაც შეეხება, მე ცოტა დისკომფორტი მაქვს, როდესაც რელიგიურზეა საუბარი, რადგან აქ უფრო მეტად ფეტიშიზაცია ხდება, როდესაც რაღაცას ეძლევა ღვთაებრიობის, ან ღვთაებრიობასთან გათანაბრებული სტატუსი.

 

ეს კოლონიალური ცნობიერებისთვის აუცილებელია, რადგან მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი საზოგადოებას და რაც მთავარია პოლიტიკურ ელიტას დააკარგვინო სუვერენულობის განცდა. ფეტიშიზაცია, იწვევს ისტერიულ ცნობიერების განვითარებას, რომელიც კონფლიქტში მოდის რეალობასთან. მთავარი ამ მექანიზმში არის ის, რომ საზოგადოებას დააკარგვინო მგრძნობელობა სუვერენობასთან მიმართებაში. საღი აზრი იცვლება ერთ მხრივ ისტერიულობით, მეორე მხრივ „პრესტიჟულობით“.

 

პრესტიჟულია ცერეოს აგენტობა - მერე რა, რომ შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს. ეს არის მექანიზმი, რომლითაც ხდება ჩვენი ფუნდამენტური ინტერესებზე დარტყმა. ეს არის მექანიზმი, რომლითაც კოლონიალური ცნობიერება მკვიდრდება და პრესტიჟულობას იძენს. გამოსავალი კი მხოლოდ ერთია, კოლონიალური და ამავე დროს აგენტურული ცნობიერების გამოვლინება, გაშიფრა და მისი პრესტიჟულობისგან დაცლა. მხოლოდ ამაზე გადის ცნობიერების დეკოლონიზაცია, თუმცა ეს რთული გზაა, რადგან ჩვენ გვყავდა პოლიტიკური ელიტა, რომელიც წლების განმავლობაში ამ ცნობიერებას ახალისებდა, ამის მიუხედავად ეს გზა აუცილებლად გასავლელია,’’- წერს ანალიტიკოსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930