გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი ტვ „პირველის“ ჟურნალისტზე: ადამიანის, პოლიტიკური ფიგურის ცილისწამება საქართველოში პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიებისათვის ერთგვარ ტენდენციად იქცა

1-09-2022

2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში გაჟღერებული განცხადება, რომ ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო დამტკიცებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჟღერებული ინფორმაცია მორიგ ფეიკინფორმაციათა რიცხვში ჩაეწერება, მაგრამ მხოლოდ ამ გზით ამ საკითხის მოგვარების წინააღმდეგია ბატონი კახი კალაძე, ის თვლის, რომ ფეიკომანიას და ცილისწამებას ბოლო უნდა მოეღოს და მან 2022 წლის 20 ივნისს ამ კონკრეტულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თმით, ეს დავა საფუძველს ახალ სამართლებრივ გარემოს დაუდებს, მჯერა ამ საქმის შემდეგ ჟურნალისტები თუ მედია მენეჯერები უფრო ყურადღებითა და სიფრთხილით მოეკიდებიან ინფორმაციის გავრცელებასა და ინფორმაციის თუნდაც ერთმანეთში გაცვლას.


 „ადამიანის, პოლიტიკური ფიგურის ცილისწამება – (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებების გაკეთება) საქართველოში პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიებისათვის ერთგვარ ტენდენციად იქცა.


სწორედ ამიტომ, აუცილებელია საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სასამართლოსათვის მიმართვა, დროა ტყუილს სიმართლე დავუპირისპიროთ.


სამართალმა, საერთაშორისო სასამართლომ დიდი ხანია დაადგინა თუ სად გადის ზღვარი ცილისწამებას გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის და მოვიდა დრო ამ უფლების ამ ხარისხშივე დასაცავად საქართველოს სასამართლომაც საკუთარი სიტყვა თქვას. 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში გაჟღერებული განცხადება, რომ ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო დამტკიცებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჟღერებული ინფორმაცია მორიგ ფეიკ ინფორმაციათა რიცხვში ჩაეწერება, მაგრამ მხოლოდ ამ გზით ამ საკითხის მოგვარების წინააღმდეგია ბატონი კახი კალაძე, ის თვლის, რომ ფეიკომანიას და ცილისწამებას ბოლო უნდა მოეღოს და მან 2022 წლის 20 ივნისს ამ კონკრეტულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა. ის ითხოვს ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისი სარჩელი "ტვ პირველს” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 24 აგვისტოს უკვე ჩაბარდა, შესაბამისად, მათ წერილობითი პასუხის წარმოსადგენად მცირე დრო დარჩათ.


დარწმუნებული ვარ ეს დავა საფუძველს ახალ სამართლებრივ გარემოს დაუდებს, მჯერა ამ საქმის შემდეგ ჟურნალისტები თუ მედია მენეჯერები უფრო ყურადღებითა და სიფრთხილით მოეკიდებიან ინფორმაციის გავრცელებასა და ინფორმაციის თუნდაც ერთმანეთში გაცვლას. უარს იტყვიან ცილისწამებაზე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიღებაზე და ბრმად აღარ ითამაშებენ ბინძურ პოლიტიკურ თამაშს“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930