1-09-2022
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა რესპონდენტებმაც მიბაძონ კახა კალაძეს და სამართლებრივად დაიცვან თავი ,,რადიკალური ოპოზიციის პარტიული ტელევიზიებიდან" მომდინარე ცილისწამებას და შეურაცხყოფას,’’- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე კახა კალაძის გადაწყვეტილებას, რომ ტვ ,,პირველის’’ ჟურნალისტს მორალური ზიანისთვის სასამართლოში უჩივლოს.
როგორც ბოჟაძე წერს, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს სასამართლომაც დაადგინოს, თუ სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის.
,,მთავარი არხიდან" თითქოსდა ნიკა გვარამიასთან უთანხმოების გამო წამოვიდა, სინამდვილეში კი ,,ტვ პირველის" მოსარჯულებლად მიავლინა ,,ომისა და ღალატის პარტიამ". ნოდარ მელაძემ დავალება პირნათლად შეასრულა: არხზე სრულად გაანადგურა ყველა ჟურნალისტური სტანდარტი, პროფესიული, ეთიკური, მორალური, არაფერი წმინდა არ დაუტოვა ჟურნალისტებს, მხოლოდ ტყუილის, დეზინფორმაციას, გადაუმოწმებელი ინფორმაციის და მოგონილი ჭორების გავრცელება, რესპონდენტის პიროვნული და პროფესიული ღირსების შელახვა გახდა სტანდარტი. სიცრუის გავრცელების არაერთი მაგალითი არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე არ მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება. კახა კალაძე აქაც გამორჩეულია და კიდევ ერთ სტანდარტს ამკვიდრებს, გეგმას სასამართლოში უჩივლოს ,,სიცრუის მანქანას" და მის ,,დაგუგლვის" და ,,ორი ღერი ინგლისურის მცოდნე" ჟურნალისტს, თბილისის მერი მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა რესპონდენტებმაც მიბაძონ კახა კალაძეს და სამართლებრივად დაიცვან თავი ,,რადიკალური ოპოზიციის პარტიული ტელევიზიებიდან" მომდინარე ცილისწამებას და შეურაცხყოფას, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს სასამართლომაც დაადგინოს თუ სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის, ეს საერთაშორისო სასამართლოებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს და ახლა საქართველოს ჯერია,’’- წერს ბოჟაძე.
16-11-2024
16-11-2024