გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: 30 წლიანი დამოუკიდებლობის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ბევრია დაუფარავად მომუშავე სხვა ქვეყნის გავლენის პერსონა

2-09-2022

„კარგი იქნება თუ ასეთი მგრძნობიარე საკითხი საკანონმდებლო დონეზე წამოიჭრება, რათა პირველ რიგში პოტენციური რისკების პრევენცია მოხდეს და მეორე-საზოგადოება გათავისუფლდეს გავლენის პერსონებისაგან“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

 

მისივე თქმით სამშობლოს ღირსეული მოქალაქეობა განისაზღვრება, თუ რას აკეთებს ადამიანი საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის.

 

„100%!!! სამშობლოს ღირსეული მოქალაქეობა განისაზღვრება თუ რას აკეთებს ადამიანი საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის... 30 წლიანი დამოუკიდებლობის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ბევრია დაუფარავად ან "სასარგებლო იდიოტად" მომუშავე სხვა ქვეყნის გავლენის პერსონა, რომელმაც მრავალი უბედურება მოუტანა სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკურად ასევე სოციალური თვალსაზრისით. კარგი იქნება, თუ ასეთი მგრძნობიარე საკითხი საკანონმდებლო დონეზე წამოიჭრება, რათა პირველ რიგში პოტენციური რისკების პრევენცია მოხდეს და მეორე-საზოგადოება გათავისუფლდეს გავლენის პერსონებისაგან...“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031