8-07-2018
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აუქციონებზე და კერძო მევახშეებთან იპოთეკაში ჩადებული ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეგულაციებს მაკროეკონომიკურად სწორად აფასებს, თუმცა იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც რეგულაციების დაწესების შედმეგ ლომბარდებსა და საკრედიტო ორგანიზაციებს დაემუქრებათ.
ლექვინაძის პროგნოზით, საკრედიტო ორგანიზაციებისა და ლომბარდების ნაწილი ან შეწყვეტს საქმიანობას ან მნიშვნელოვნად შეიზღუდება მათი საქმიანობის არეალი.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ბიზნესომბუდსმენმა განაცხადა, შეზღუდვებმა თამაშის წესები უნდა გახადოს უფრო ცხადი და გარკვეული რისკები მინიმუმადე დაიყვანოს.
“ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ასეთი ტიპის ქონების დაგირავების შედეგად ძალიან დიდი პრობლემების წინაშაშე აღმოჩნდა და ეს სოციალაურ პრობლემად იქცა. ამიტომ ინიციატივები პასუხობს ამ გამოწვევას და გულისხმობს გარკვეული რეგულაციების შემოღებას. მაკროეკონომიკურად ასეთი ტიპის დაგირავებული ქონება და მათი რეალიზაციები საკრედიტო ორგანიზაციების მხრიდან, ბუნებრივია, ეკონომიკაში არის გარკვეული სოციალური პრობლემა, ამიტომ რეგულაციები გულისხმობს ასეთი საკითხების დარეგულირებას.
მაკროეკონომიკურად ეს სწორია, თუმცა მსგავსი ტიპის რეგულაციები, მიკროეკონომიკურად თუ განვიხილავთ, გარკვეულ საკრედიტო ორგანიზაციებს და ლომბარდებს ასევე სხვადასხვა ამ სფეროში მოქმედ ეკონომიკურ სუბიექტებს, უქმნის პრობლემას. მათი ნაწილი ან შეწყვეტს საქმიანობას ან მნიშვნელოვნად შეიზღუდება მათი საქმიანობის არეალი. ანუ თუ მაკროეკონომიკურად შევხედავთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა , სწორედ პასუხობს ამ პრობლემას, რომელიც გამოწვევის სახით გვაქვს ეკონომიკაში”,-განაცხადა ლექვინაძემ.
18-12-2024