9-07-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.
10:30 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ჭოპორტის ქუჩის მაცხოვრებლები, 10 საათიდან 16 საათამდე ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის, ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, არტურ ლაისტის, ჯავადის და მიკოლა ბაჟანის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 14 საათამდე ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლები.
ასევე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 16 საათამდე გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, ხევძმარის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე ელენე ახვლედიანის ხევის და ელენე ახვლედიანის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 13 საათამდე შანიძის , ჯანაშიას, მელიქიშვილის, ხორავას, თარხნიშვილის, ინოლა გურგულიას, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის და გუდაურის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.
18-12-2024