გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი სამხარაძე ნოდარ ლადარიაზე: რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები. მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ყოლია

3-09-2022

რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები. მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ყოლია - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.

 

სამხარაძე ლადარიას ეხმიანება, რომლის აზრით, საქართველოს არასოდეს ყოლია ასეთი უვარგისი პოლიტიკური ოპოზიცია. ლადარიას მოსაზრებას როლანდ ახალაიაც ეთანხმება.

 

„რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ყოლია. მიშას მმართველობის დროსაც კი, როცა წინა საუკუნის ოცდაჩვიდმეტიანი წლების ამაზრზენი მეთოდებით ებრძოდნენ და სამი მთლიანი დაფარვის კი არა, ერთი მსგავსი ტელევიზიაც კი არ ქონდა მაშინდელ ოპოზიციას, რაც დღეს აქვთ. სააგენტოებზე და სხვა მედიარესურსებზე, ფულზე, გარეძალების მხარდაჭერაზე აღარაფერს ვამბობ (ნომრიანი აგენტები რომ იყვნენ, ეს აქამდეც ხო ვიცოდით, ზოგი ორმაგიც). და ამ ფონზე რომ მაინც ასეთი გაბანძებული იქნები, უნდა დაიხურო ქუდი და გვერდზე გაიწიო. ცოტა შენზე უკეთესი მაინც გამოჩნდება ვინმე, ნიჭიერი ხალხის ქვეყანა ვართ. თქვენ სად შეიყარეთ ასე ყველა ერთნაირი“ - წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930