გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

8-07-2018

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 7ივლისს კახეთის რეგიონში 200 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის ოთხივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.


7 ივლისს დილის საათებში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ახმეტის, გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა რამდენიმე ათეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა.


აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031