გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობის სახელით ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ

5-09-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს.


მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა.


"ქალბატონ ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ.


საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა.


საქართველოს მთავრობის სახელით ლიზ ტრასს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე, გამომწვევებით სავსე პერიოდში",-წერს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031