გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ყველა დანგრეული სახლი ხელახლა აშენდება

9-07-2018

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ჭუბერში ოჯახებს, ვისაც სტიქიის შედეგად სახლი დაენგრათ, ახალი საცხოვრებელი აუშენდებათ.

მისივე თქმით, ჯერ სახლების გადარჩებას ეცდებიან, რომელსაც საფრთხე ემუქრება და ზარალი შემდეგ დაითვლება.

 

„ვცდილობთ გზის ცალკეული მონაკვეთების გადარჩენას და იმ სახლების გადარჩენას, რომელიც ჯერ კიდევ ემუქრება საფრთხე. რამდენიმე ასეთი ოჯახი, ასეთი სახლია დარჩენილი. შემდეგ უკვე დაიწყება კონკრეტული ზარალის ანაზღაურების ფორმებზე საუბარი. ყველა სახლი აშენდება, რომელიც დანგრეულია, თუმცა ზოგან სახლის აშენება უბრალოდ შეუძლებელია, ამ შემთხვევაში მათ მიეცემათ ალტერნატიული“- განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერის თემში მთა ჩამოიქცა, რის შემდეგაც მდინარე ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე სოფელი დატბორა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031