გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის  წევრები და მოხალისეები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ჭუბერში გაემგზავრნენ  

9-07-2018

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის  წევრები და მოხალისეები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ჭუბერში გაემგზავრნენ.

შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით,  ახალგაზრდები გარემოსთვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

 

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ერთვება სალიკვიდაციო სამუშაოებში. მაშინ, როდესაც სტიქია შედარებით მშვიდ ფაზაშია. სწორედ ამიტომ გვაქვს დასტური, რომ ჩავიდეთ სოფელ ჭუბერში და მოსახლეობას, რომელსაც სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, აღმოვუჩინოთ დახმარება. ეს არ არის რაიმე პოლიტიკური ტიპის აქტივობა. ეს არის სამოქალაქო ახალგაზრდული აქტივობა და ძალიან გაგვიხარდება თითოეული იმ ადამიანის ნახვა, ვისაც ექნება სურვილი, ჩვენთან ერთად ჩაერთოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

მისი თქმით, თბილისიდან ჭუბერის მიმართულებით ჯგუფები მომდევნო დღეებშიც გაემგზავრებიან და სტიქიის შედეგად დაზარალებულებს იმ დრომდე დაეხმარებიან, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031