გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ხადას ხეობაში 4 წლის ამერიკელი ბავშვის ცხედარი იპოვეს

9-07-2018

ხადას ხეობაში 4 წლის ამერიკელი ბავშვის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 19 წლის ქართველმა მწყემსმა სმიტების ოჯახი ჯერ მიაცილა შემთხვევის ადგილამდე, შემდეგ კი კაც ტურისტსა და მწყემსს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მან ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი გასროლით მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ 19 წლის ბიჭმა ცხედრები გადამალა. ადგილობრივების თქმით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს. ისინი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორაა.

მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

accent

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930