გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯოზეფ ბორელი: ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა

7-09-2022

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის გამართვას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


ბორელი წერს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა და საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ეს ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის.


„მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა, ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების პირველ საბჭოს სხდომას ვთავმჯდომარეობდი. საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. ევროკავშირი მზად არის ამ გზაზე თქვენს გვერდში იყოს",- წერს ჯოზეფ ბორელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30