გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბექაური: მედიალაბმა ერთ წელიწადში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია

7-09-2022

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტის  მედიალაბის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კახა ბექაურმა პლენარულ სხდომაზე 2020 წელს მედიალაბის მიერ განხორციელებული პროექტებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


 „2020 წელს აქტიურად დაიწყო მუშაობა მედიააკადემიის მედიალაბმა. მედიალაბი, ეს არის შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით მუშაობენ.მედიალაბი სტარტაპერებს სთავაზობს: საერთო სამუშაო სივრცეს, რეზიდენტი სტარტაპების ინკუბაციას, დაფინანსებას, სტარტაპების აქსელერაციას და ინოვაციური პროექტების განხორციელებას. მედიალაბმა 2020 წელს ჩაატარა კონკურსი „იდეადრომი“, რომელიც არის შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ ინოვაციური, პროგრესული და თანამედროვე მედიაპროდუქტების შესაქმნელად.


მოხარული ვართ, რომ მედიალაბმა ერთ წელიწადში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია და გაჩნდა ძალიან მაღალი ინტერესი სტარტაპერების მხრიდან. დაინტერესების გარდა მნიშვნელოვანია, რომ მედიალაბის გადამზადებული სტარტაპერები ქვეყნის გარეთ აღწევენ დიდ წარმატებას.“ - განაცხადა კახა ბექაურმა.


კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ მედიალაბში დატრენინგებული და მომზადებული წარმატებული სტარტაპების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია მედიალაბთან ერთად ინოვაციური სტარტაპიდეების მხარდაჭერას გააგრძელებს. „2020 წელს მედიალაბის კონკურსი „იდეადრომი“18-მა სტარტაპ გუნდმა გაიარა. იდეადრომის ფარგლებში, გამოცხადებულ კონკურსზე ჯამში 1000-მდე სტარტაპერი დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ მედიალაბის დატრენინგებულმა სტარტაპმა, არიზონას უნივერსიტეტი დააინტერესა. Bubbler - ასე ჰქვია სოციალურ ქსელს, რომელიც სატესტო რეჟიმში სწორედ არიზონას უნივერსიტეტში გაეშვა. ამავე სტარტაპმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან ( GITA-ს) 15 000 ლარიანი გრანტი მიიღო. მედიალაბის კიდევ ერთი წარმატებული სტარტაპ Feedbackit, 100,000 ლარიანი საგრანტო პროგრამის  ფინალში მოხვდა, ასევე სტარტაპი გაემგზარა პოლონეთში, სადაც პოტენციურ ინვესტორებს შეხვდება. მედიალაბის მომზადებულმა სტარტაპმა- Side mission-მა GITA-ს 15 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930