გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბექაური: 2015 წლიდან ფუნდამენტურად შეიცვალა კანონი და დღეს ნებისმიერ პირს, მხოლოდ მარტივი ავტორიზაციით, 10 სამუშაო დღეში შეუძლია მიიღოს მაუწყებლობის უფლება

7-09-2022

 „2012 წლამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო რადიო და ტელემაუწყებლობის გახსნა, რადგან კანონი ითვალისწინებდა ლიცენზიის გაცემას და ლიცენზიის საშუალებით საქმიანობის დაწყებას.  2003 წლიდან 2012 წლამდე ერთეული გამონაკლისების გარდა ახალი მაუწყებლობა არ გახსნილა და ისიც სამთავრობო პროპაგანდისთვის გახსნეს.


2015 წლიდან ფუნდამენტურად შეიცვალა კანონი და მაუწყებლობის დასაწყებად ლიცენზიის გაცემა აღარ არის საჭირო. საქართველოში სრულად გაუქმდა სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზირების სისტემა და დღეს ნებისმიერ პირს, მხოლოდ მარტივი ავტორიზაციით, 10 სამუშაო დღეში შეუძლია მიიღოს მაუწყებლობის უფლება.  ეს დაახლოებით იგივე პროცედურაა, რაც რომელიმე ვებ გვერდზე ორ წუთში გაიაროთ ავტორიზაცია, დაახლოებით ასეა გამარტივებული მაუწყებლობის დაწყება დღეს ჩვენთან. დღეს არანაირი ბარიერი არ არსებობს, რომ რაიმე ტიპის შეფერხება შექმნას თუ ვინმეს მაუწყებლობის დაწყება უნდა.  2012 წლამდე 4 ეროვნული მაუწყებელი არსებობდა, მასში შედიოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ახლა გავქვს 20 ეროვნული მაუწყებელი და ზოგადად 100 მეტი მაუწყებელი. პლურალიზმის თვალსაზრისით ძალიან დიდი სხვაობაა,“- განაცხადა კახა ბექაურმა.


ეს განცხადება, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას დეპუტატების კითხვების საპასუხოდ გააკეთა.  ერთ -ერთ კითხვაზე პასუხად როგორია დღეს ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობა და პლურალიზმი 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით  კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2015 წლიდან მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა და დღეს მედია საქართველოში სრულად თავისუფალი და პლურალისტულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930