გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ინსპექტირება მიმდინარეობს

8-09-2022

სარგავი მასალის მწარმოებელი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ფიტოსანიტარული მდგომარეობის შეფასების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სანერგეების ინსპექტირებას, კახეთის რეგიონში ახორციელებს. სპეციალისტებმა ნერგის მწარმოებლებს ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო მოთხოვნები და სერტიფიცირების პროცესში გასავლელი ეტაპები გააცნეს. ცენტრის წარმომადგენლები, საველე ინსპექტირებისას, სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით ხელმძღვანელობენ.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კვალიფიციური სანერგე მეურნეობა ვალდებულია უზრუნველყოს ჰიგიენური და სატრანსპორტო მოთხოვნების დაცვა, გასამრავლებელი მასალის მიკვლევადობა, როგორც სანერგე მეურნეობაში, ასევე სანერგე მეურნეობის გარეთ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახორციელებს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ სანერგე არ ახდენს ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრი, მეურნეობას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრიდან იღებს.

 

სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წლიდან მიმდინარეობს. სერტიფიცირების სისტემა ბაზარს ხარისხიანი თესლითა და სარგავი მასალით უზრუნველყოფს, რაც იმპორტირებული მასალის ჩანაცვლებას და ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მომხმარებელს კი, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან დაიცავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930