გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება  

10-07-2018

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 10 ივლისს დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

 

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:

 

 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო  10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, კოლმეურნეობის მოედნის, გულბანის და ვეკუას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო  10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო  10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო  10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო  11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031