გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო

9-07-2018

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტი - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ წარადგინა. დოკუმენტი კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, 45 მომხრე-2 ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ასამბლეა რეზოლუციის პროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და მისი საბოლოო დამტკიცების თაობაზე, გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ევროპაში განვითარებულ კონფლიქტებს ბევრი საერთო აქვთ, მითუმეტეს როცა ეს რუსეთის ფედერაციის მეზობლობას და ტერიტორიული მთლიანობის რღვევას შეეხება. საქართველოს მიმართებაში რუსეთის განგრძობითი აგრესიის ფონზე, საფრთხის წინაშე დგას არა მარტო საქართველო და რუსეთის სამეზობლო, არამედ მთელი ევროპის სტრატეგიული ხედვა და მშვიდობა. ჩვენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს ვპასუხობთ ახალი ინიციატივით - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ!“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გააკრიტიკეს და რეზოლუციის პროექტის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დელეგაციის წევრებმა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ მისცა.

„ძალიან კარგი პრეცენდენტია, როცა კომიტეტში ასეთი მხარდაჭერაა. პლენარულ სხდომაზე ალბათ იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ ეს რეზოლუცია მიღებული იქნება, იმიტომ, რომ ეს არის მართალი, საფუძვლიანი და აბსოლუტურად შეესაბამება იმ რეალობას, რაც არის“, - აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031