გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ოქრიაშვილი „ოცნების“ წევრებს და მხარდამჭერებს: დატოვეთ ქართული ოცნება, რუსეთის უკანა ეზო

11-09-2022

პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ვეხმაურები სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის განცხადებებს, რომელიც მან ნოდარ მელაძის გადაცემაში გააჟღერა.


პირველი რაც ვიფიქრე - როგორ გავანეიტრალოთ ხელისუფლებაში მოკალათებული ამდენი მოღალატე?! მომავალში, ნებისმიერი მთავრობის ამოცანა იქნება, არ აყვეს ცდუნებას და არასამართლებრივი გზით, ერთი ხელის მოსმით არ გაანადგუროს რუსეთის აგენტურა, რომელმაც რუსეთის დახმარებით მიიტაცა ხელისუფლება საქართველოში. ეს ურთულეს ამოცანად მიმაჩნია, მაგრამ დემოკრატიული, თავისუფალი მართლმსაჯულების პროცედურების დაცვით უნდა გამოვავლინოთ და გავასამართლოთ ჩვენი სამშობლოს ყველა მოღალატე.


მივმართავ „ქართულ ოცნების“ წევრებს და მხარდამჭერებს: დატოვეთ ქართული ოცნება, რუსეთის უკანა ეზო!" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031