გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ფოთი-ქუთაისი-გორი-თბილისი-რუსთავი-აზერბაიჯანი, შესაძლოა ამ მარშრუტზე საოკეანო გემებმა იმოძრაონ

10-07-2018

„ამ ორიოდე თვის წინათ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა სოჭში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომაზე, წამოაყენა წინადადება ჩრდილოკავკასიური სანაოსნო არხის „ევრაზიის“ გაყვანის თაობაზე, რომელიც ერთმანეთთან კასპიის, შავ და აზოვის ზღვებს შეაერთებდა. ანალოგიურ პროექტზე სამხრეთ კავკასიაშიც ალაპარაკდნენ, ნათქვამია რუსული გამოცემის, «Военно-промышленный курьер»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ეკონომიკურ მეცნიერებატა კანდიდატის,ალექსეი ჩიჩკინის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის რეზიუმეს:


„სამხრეთკავკასიური არხის იდეა ახალი არ არის. რეგიონში მსგავსი პროექტი ჯერ კიდევ 1920-1940-იან წლებში განიხილებოდა. წყლის ტრასას აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაევლო. საინტერესო ისაა, რომ პირველად ამ პროექტის რეალიზებას ბრიტანეთის იმპერია ცდილობდა, დღეს კი ამიერკავკასიული „ევრაზიის“ ადეპტებს იმედის თვალი აშშ-საკენ აქვთ მიპყრობილი.


ცოტა რამ ისტორიიდან:


1918-19 წლებში ნისლიანი ალბიონიდან ამიერკავკასიაში ჩამოსული ბიზნესმენებმა ჩაიფიქრეს, რომ ბაქო-თბილისი-ბათუმის ტრანსკავკასიური ნავთობსადენის პარალელურად არხის კალაპოტი გაეთხარათ გემებისათვის. დაგეგმილი იყო, რომ არხის მარშრუტი მდინარე მტკვარსა და რიონზე გაივლიდა. მაგრამ 1920 წელს წითელმა არმიამ აზერბაიჯანი დაიკავა, 1921 წელს კი საქართველო... ასე რომ, ბრიტანელებს რეგიონიდან წასვლა მოუწიათ.


გავიდა 20 წელი. ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს და 1941 წლის ბოლოს არნოლდ შიკედანცმა, რომელიც ადოლფ ჰიტლერმა კავკასიაში საიმპერიო კომისრად დანიშნა, ანკარაში ყოფნისას შავი და კასპიის ზღვების შემაერთებელი პროექტი გამოაცხადა, რომელიც გერმანელი და იტალიელი სპეციალისტების მიერ იყო შემუშავებული. მათ ასეთი მარშრუტი აირჩიეს არხისათვის: ფოთის პორტი - თბილისი - სალიანი (ანუ მდინარე რიონის შავ ზღვაში და მდინარე მტკვრის კასპიის ზღვაში ჩადინების ადგილები). არხის სიგრძე დაახლოებით 750 კილომეტრი იქნებოდა და გამიზნული იყო კასპიის ნავთობის ტანკერებით გაზიდვისათვის ევროპაში).


თუ რატომ ვერ განხორციელდა ფაშისტური გერმანიის საკანალიზაციო ჩანაფიქრი, ამის ახსნა საჭირო არაა. სხვათა შორის, რეიხსკომისარმა არნო შიკედანცმა, 1945 წლის აპრილში, ბერლინთან საბჭოთა არმიის მიახლოების დროს, ჯერ ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ასე იყო თუ ისე, დღეს ყაზახეთის ლიდერის ნურსულთან ნაზარბაევის პროექტით აზერბაიჯანსა და საქართველოში დაინტერესდნენ. ერთ-ერთმა გამოცემამ გამოაქვეყნა ყაზახი ეკონომისტის ზამირა ყარაჯანოვას თვალსაზრისი, რომელიც პოზიტიურად აფასებს იდეას და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ამასთან, იგი ამშვიდებს ქართველ და აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს, რომ ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზას ამით არაფერი დააკლდება, ის თავის ტვირთებს მაინც მიიღებსო.


1920-40-იანი წლების პროექტი ჯერ კიდევ არაა ჩაბარებული არქივში. აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ ფიქრობენ მის რეალიზებას რიონისა და მტკვრის ფარვატერით (ამ ორ მდინარეს შორის მანძილი დაახლოებით 60 კილომეტრია). ამას მოწმობს საინფორმაციო სააგენტო „კავკაზ-პლუს“-ის მიერ გამოქვეყნებული მასალები ამ საკითხზე.


თუმცა მათ, ვინც ამ პროექტზე ფიქრობს, მხედველობაში უნდა ჰქონდეთ, რომ ჯერ ერთი, არხის გაყვანის გეგმა ეკოლოგიურად დღეს განუხორციელებელია, მეორე - უშედეგოდ დაიხარჯება მილიარდობით დოლარი, მესამე - შავი და კასპიის ზღვები სხვადასხვა დონეზე მდებარეობენ, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ შავი ზღვის წყლით კასპიისპირა დაბლობის დატბორვა მოხდეს, - ასე განაცხადა ჯერ კიდევ 2016 წელს აკიფ მუსტაფაევმა, „ტრასეკას“ ეროვნული მდივანმა აზერბაიჯანის მხრიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930