15-09-2022
საქართველოს პროკურატურამ შპს „თეთრი ქუდი"-ს დირექტორს მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, შპს „თეთრი ქუდი" ნარჩენების დამუშავებას შესაბამისი ნებართვის გარეშე სათანადო პროცედურების დაუცველად ახორციელებდა, რაც ვრცელ ტერიტორიაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საწარმოს უკვე დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო.
შპს „თეთრი ქუდი"-ს დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე პრიმა მუხლით (გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად - ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 7000 ლარის ოდენობით შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
16-11-2024
16-11-2024