გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კვლევა: სლოვაკეთში გამოკითხულთა უმრავლესობას უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვება სურს

15-09-2022

სლოვაკეთში გამოკითხულთა უმრავლესობას უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვება სურს - ამის შესახებ მეტყველებს საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელიც სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიამ, MNFORCE-მა და Seesame-მა ჩაატარეს.


როგორც EURACTIV-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე 10-ქულიანი შეფასების სისტემით, სადაც 1 რუსეთის პირწმინდა გამარჯვებას, 10 კი უკრაინის პირწმინდა გამარჯვებას ნიშნავდა.


დაახლოებით ყოველმა მეხუთე გამოკითხულმა განაცხადა, რომ რუსეთის გამარჯვება სურს, ნახევარზე მეტი კი ამბობს, რომ რუსეთის გამარჯვებისკენ იხრება. ამასთანავე, მხოლოდ რესპონდენტთა მესამედმა განაცხადა, რომ იხრება უკრაინისკენ, 18%-მა კი უპირატესობა არცერთ მხარეს არ მიანიჭა.


განწყობები კიდევ უფრო აშკარაა პარტიულ დონეზე. მაგალითად, ყოფილი პრემიერის, რობერტ ფიკოს მხარდამჭერთა დიდი უმრავლესობა რუსულ მხარეს ანიჭებს უპირატესობას. ფიკო საჯაროდ აკრიტიკებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი პარტია „ევროპელი სოციალისტების“ გაერთიანების წევრია.


რაც შეეხება გეოგრაფიულ დაყოფას, უკრაინის გამარჯვების მომხრეები უმრავლესობას მხოლოდ დედაქალაქ ბრატისლავაში წარმოადგენენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930