გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
DIB სკოლაში მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა

15-09-2022

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა.


ტრენინგი მიზნად ისახავდა საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე პროგრამისთვის 16 მასწავლებლისა და სასწავლო კურსის „სამხედრო საქმე“ 18 სამხედრო მოსამსახურის გადამზადებას.


კურსის მონაწილეებმა სახელმძღვანელოში შემავალი ყველა თემა გაიარეს და მასწავლებელთა სახელმძღვანელოსა და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას გაეცნენ. ტრენინგის თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოება და ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეეები, სამოქალაქო უსაფრთხოება, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, საგანგებო სიტუაციები და მოსახლეობის უსაფრთხოება. ასევე, მასწავლებლებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, სამხედრო განათლების, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და ტაქტიკის საფუძვლების შესახებ. ლექციები მოიცავდა სამხედრო ტოპოგრაფიისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებსაც. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930