გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: იოსებ (სოსო) გოგაშვილი დროში და სივრცეში დაიკარგა, ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილის პირად დავალებებს ასრულებდა

15-09-2022

სოსო გოგაშვილის არეული, რთული დასალაგებელია, მაგრამ მივყვეთ, 2012 წლის ნოემბერში იოსებ (სოსო) გოგაშვილი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში რიგით ინსპექტორად დაინიშნა; მალევე გახდა ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ კი სასაზღვრო პოლიციაში სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015 წლის იანვარში იგი ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო იმავე წლის აგვისტოში სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მისი კარიერული ზრდის არცერთ ეტაპზე ის ბიძინა ივანიშვილს არ იცნობდა, მასთან შეხვედრილი არ იყო - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

„იოსებ (სოსო) გოგაშვილი დროში და სივრცეში დაიკარგა, ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილის პირად დავალებებს ასრულებდა. დავალებები იყო უმძიმესი და სავალდებულოდ შესასრულებელი, (თავად კი კარგი შემსრულებელი ყოფილა). სოსო გოგაშვილის არეული, რთული დასალაგებელია, მაგრამ მივყვეთ 2012 წლის ნოემბერში იოსებ (სოსო) გოგაშვილი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში რიგით ინსპექტორად დაინიშნა; მალევე გახდა ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ კი სასაზღვრო პოლიციაში სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015 წლის იანვარში იგი ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო იმავე წლის აგვისტოში სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მისი კარიერული ზრდის არცერთ ეტაპზე ის ბიძინა ივანიშვილს არ იცნობდა, მასთან შეხვედრილი არ იყო. მისი სურვილი დიდი იყო, არაერთხელ ითხოვა ბიძინა ივანიშვილის გაცნობა, მაგრამ ეს მხოლოდ 2018 წელს პარტიის ოფისში შეძლო. მაშინ ბიძინა ივანიშვილის გაცნობით გამოწვეული აღფრთოვანება არც დაუმალავს - აცხადებდა" მიხარია გაცნობის საშუალება რომ მომეცაო". მოკლედ იოსებ (სოსო) გოგაშვილი თანამდებობას იფერებდა, ქვეყანას "ემსახურებოდა" და შიგნიდან ანადგურებდა. ყველაფერი დაიდება, საზოგადოებისთვის ნათელი გახდება ვინ არის სინამდვილეში არაფრიდან "კაცად" ქცეული და მერე არაკაცად გადაქცეული იოსებ (სოსო) გოგაშვილი. მინაწერი- ჩემს კოლეგებს რომლებიც მის ინტერესებს იცავთ- ურჩიეთ ამდენი სისულელის საუბარს შეეშვას, ხომ იცით, რომ დროში და სივრცეში დაკარგული მისივე საქმეს იფუჭებს რაც დიდი ალბათობით წინ დახვდება“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930