17-09-2022
იცით სპეცსამსახური როგორ მუშაობს? აი ტაქსების აქცია რომ იყო გახსოვთ? ეს ტაქსები ჩვენ გადავარჩინეთ, თორემ ამათ სუყველას გაყრიდნენ და მოყავდათ "იანდექსები" და ვიღაცები... ამ ტაქსისტებს სამუშაო ადგილები ჩვენ შევუნარჩუნეთ, თუმცა არ დაგვიფასეს - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "კავკასია"-ს ეთერში დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას განაცხადა.
ნათელაშვილის თქმითვე, ტაქსისტებმა მათ "ვირულად გადაუხადეს".
"ვირულად გადაგვიხადეს, არ დაგვფასეს და ისევ, ბევრი აგენტი ტაქსისტი, რომლებიც უშიშროებასთან არიან შეკრულები, არჩევნების დროს ჩვენზე ჭორაობს კლიენტებთან, რომ აი ნათელაშვილი სააკაშვილთანაა შეკრული და ასე შემდეგ...
ერთხელაც, მე თვითონ უნდა ვიარო ტაქსით, ნიღბით, რომ ვერ მიცნონ და რამდენიმე ტაქსისტს კბილები უნდა ჩამოვუღო - აგენტ ტაქსისტებს, სუს-თან შეკრულ ტაქსისტებს.
როცა მათი აქცია იყოი, სუს-მა მოგვიგზავნა თავისი აგენტურა ტაქსისტების სახით, და დამაჯერებლობა რომ მოეპოვებინათ საკუთარ წრეში, თავიც კი დააპატიმრებინეს და ჩვენ იძულებულნი გავხდით, მათი გათავისუფლების მოთხოვნით ხმაური აგვეტეხა და უკვე დაჭერილის იმიჯით დაბრუნდნენ და ბოლოს მათვე ითამაშეს დიდი როლი, რომ საპროტესტო მოძრაობა შეწყდა " - განაცხადა ნათელაშვილმა.