გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

21-09-2022

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მირ ჩატარებული გამოძიების შედეგად და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს, ასპინძის რაიონის სოფელ აწყვიტში, ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკების დროს, დაზარალებულს დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული გარდაიცვალა.


ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930