გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე: მისი შენიშვნები გაუგებარი და დასანანია

21-09-2022

„შეხვედრებიც გვქონია საელჩოს წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ შენიშვნა არ არის, სამართლებრივად ყველაფერი სუფთაა, მოდის მაინც პოლიტიკური კომენტარები და ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა გაუგებარი და პირველ რიგში, დასანანია“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რითაც მოსმენა-მიყურადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, „რომ ეს დემოკრატიისგან უკან გადადგმული ნაბიჯია“ აღნიშნა, რომ მისთვის ეს განცხადება გაუგებარი და დასანანია.

 

„ეს განცხადება რა თქმა უნდა გაუგებარია. როდესაც არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ გაქვს და ამას ამბობ ეს გაუგებარია. მილიონჯერ გვითქვამს, შეხვედრებიც გვქონია საელჩოს წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ შენიშვნა არ არის, სამართლებრივად ყველაფერი სუფთაა, მოდის მაინც პოლიტიკური კომენტარები და ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა გაუგებარი და პირველ რიგში დასანანია“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031