21-09-2022
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შპს „ლინიატე ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს 3000IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის მონაწილეების შესახებ ინფორმაციის გაცვლას - კამპანიის #გაუზიარეწარმატება ფარგლებში - მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.
საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ასევე უზრუნველყოფენ სხვადასხვა ორმხრივად მისაღები ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
კომპანია ლინეატე საერთაშორისო IT კომპანიაა, რომლის მთავარი ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს, ასევე ოფისები აქვს საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ ურთულესი ბიზნეს ამოცანების, უმთავრესად კი კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. კომპანიას ამ სფეროში საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2022 წელს, ლინეატმა საქართველოში დააარსა Lineate საქართველოს რეგიონული ოფისი, რომელშიც ამ ეტაპზე დასაქმებულია 70-მდე ადამიანი.
16-11-2024
16-11-2024